მისი სტილი კლასიკურია, ქალური, დახვეწილი. საინტერესოა რომ არასოდეს აცვია ჯინსი, მის გარდერობში ძირითად ადგილს იკავებენ კაბები და ქვედაბოლოები, მხოლოდ ერთი სერია მახსენდება სადაც მას წითელ კოლჰოტზე ეცვა შორტი, ერთგან კი ნაჭრის კლასიკური შარვალი. მოკლედ, თუ გინდათ ჰგავდეთ ბლერს, დაივიწყეთ ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი და შემდეგ სამოსზე გააკეთეთ აქცენტი:
ქვედაბოლოები
შეარჩიეთ სიგრძე, რომელიც თქვენს სხეულს ყველაზე მეტად უხდება. ბლერს უმეტესად მუხლს ზემოთ კაბები აცვია ქალური დეტალებით, ბანტებით, გიპიურის გაფორმებით და ა.შ. მთავარია ქვედაბოლო არ იყოს ზედმეტად მოტკეცილი, არცერთ თავმოყვარე ისტ-საიდელ პრინცესას არ უნდა ზედმეტად ხელმისაწვდომი ქალის იმიჯი:) ესეც მაგალითები:
კაბები
ეს ის სფეროა სადაც ბლერის პრინცესული მხარე იჩენს თავს:) მისი კაბები ტანზე იდეალურად მორგებულია, დახვეწილი, არასდროს ზედმეტად გადატვირთული. ყოველდღიურად ის კლასიკურ მოდელებს ირჩევს საინტერესო დეტალებით (ქამარი, ღილები, არშიები, გიპიური, ბისერები), საღამოს და კოქტეილის კაბები კი ყოველთვის გამორჩეულია, მოულოდნელი და ორიგინალური..
ზედები
თუ პირველ სეზონში ბლერს სკოლის ფორმის შესაბამისი პერანგები ეცვა,ახლა მისი გარდერობი გაცილებით მრავალფეროვანია. ეძებეთ "მდიდრული" ქსოვილები, შიფონი, აბრეშუმი, ფერადი ნახატები, საინტერესო დეტალები. ბლუზა შეიძლება იყოს ტანზე მომდგარი, მაგრამ არა - ზედმეტად გულამოღებული.
აქსესუარები
რაც შეეხება ფეხსაცმელს, როგორც უკვე აღვნიშნე, დაივიწყეთ კედები:) ბალეტკები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ბლერის განუყოფელი ნაწილია.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სუნამოც, აჰ, Chanel N5..
ქალი ყველგან ქალი უნდა იყოს..
ბლერი მოუწესრიგებელი საკუთარ ოთახშიც არაა. ვაღიაროთ, ყველას გვძინავს ზოგჯერ ძველი მაისურით, მაგრამ არა ამ გოგოს:) მისი თეთრეული სექსუალურია და ხაზს მის ფიგურას უსვამს. თუ შემთხვევით დილის 6 საათზე გესტუმრებათ ვინმე, დახვდით მას მომზადებული:) იქნებ ეს ვინმე ჩაკ ბასი, ან რომელიმე გზააბნეული პრინცი იყოს... (ყველა გოგოს აქვს ოცნების უფლება!)
და ბოლოს, კიდევ ერთი სეტი:)

.jpg)

.jpg)
.jpg)
.jpg)
.jpg)