ყველასთვის საყვარელმა "ცუდმა გოგომ" სერიალში ბევრი გადაიტანა:) სკოლის ყველაზე გავლენიანი მოსწავლე მეხუთე სეზონში საკუთარი ქორწილიდან გარბის. მიუხედავად ამისა ყოველთვის ახერხებს იდეალურ ფორმაში იყოს (თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით სვიტერს წარწერით I Love NY). ეს სულაც არაა გასაკვირი, მისი შთაგონების წყაროები ხომ გრეის კელი, მაირა ანტუანეტა, ოდრი ჰეპბერნი და ელიზაბეტ ტეილორი არიან.
მისი სტილი კლასიკურია, ქალური, დახვეწილი. საინტერესოა რომ არასოდეს აცვია ჯინსი, მის გარდერობში ძირითად ადგილს იკავებენ კაბები და ქვედაბოლოები, მხოლოდ ერთი სერია მახსენდება სადაც მას წითელ კოლჰოტზე ეცვა შორტი, ერთგან კი ნაჭრის კლასიკური შარვალი. მოკლედ, თუ გინდათ ჰგავდეთ ბლერს, დაივიწყეთ ჯინსი და სპორტული ფეხსაცმელი და შემდეგ სამოსზე გააკეთეთ აქცენტი:
