Wednesday, January 25, 2012

Serena Van Der Woodsen


დღის პოსტის თემა სერენაა, Gossip girl-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი:)
ამ როლის შემსრულებელი, ბლეიკ ლივლი ულამაზესია! მაღალი, ქერა, სულაც არაა გასაკვირი რომ რაც არ უნდა ჩაიცვას, ეფექტურად გამოიყურება. მეორეს მხრივ, ძნელი დასაჯერებელია რომ მხოლოდ კარგი გარეგნობაა საკმარისი იმისთვის, რომ ჩვეულებრივი სერიალიდან შანელის ბილბორდებზე მოხვდე, ან 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში:) შევთანხმდეთ, რომ მას მართლაც აქვს რაღაც, გარეგნობაზე მეტი:) ეს მისი სტილია. ვარსკვლავების უმეტესობისგან განსხვავებით ბლეიკს რეალურ ცხოვრებაში არ ყავს სტილისტი, წითელი ხალიჩისა თუ ნებისმიერი სხვა მოვლენისთვის ის თვითონ არჩევს თავის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მაკიაჟს, აქსესუარებს.. რა თქმა უნდა, მისი გარდერობი შთამბეჭდავი ფასისაა:) მაგრამ, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ იმ ძირითად ნივთებს, რომლების ჩვენც, ჩვეულებრივ მოკვდავებსაც მოგვცემენ საშუალებას მასსავით განუმეორებელი სტილი შევიქმნათ:)
სწორედ ამ "ძირითად ნივთებზე" მინდა დღეს საუბარი.



პიჯაკები, ჟაკეტები, ქურთუკები, პალტოები..


შემდეგში, როცა ამ სერიალს ჩართავთ, დააკვირდით, სერენას თითქმის ყოველთვის აცვია რამე მოსაცმელი:) ყველანაირი აქვს, გრძელი, მოკლე, ნეიტრალურ ფერებში, მკვეთრი წითელი, ოქროსფერი, შალის, ქაშმირის, ტყავის..
ამ ნივთებს ყოველთვის აქვთ რამე განსაკუთრებული, რამე, რასაც სხვებზე ვერ ნახავთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიფიქრიათ როდესმე, რომ შეიძლებოდა ჯინსის ქურთუკის ჩაცმა ბრჭყვიალა კაბასთან ერთად?:) მთავარი ექსპერიმენტებია!
არჩევანი ძალიან დიდია. გაერთეთ.

ჯინსი

რომელ გოგოს არ აქვს ჯინსი?:) ეძებეთ, მოიზომეთ უამრავი, შეაწუხეთ გამყიდველები და იპოვეთ თქვენი საყვარელი მოდელი რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიცვამთ. თუ გრძნობთ რომ ჯინსი "თქვენია", ეკონომია დაივიწყეთ. სერენას უფრო ხშირად ტანზე მომდგარი, ე.წ. "ბუტილკა" ჯინსები აცვია, თუმცა ნელ ნელა განიერი მოდელებიც ბრუნდებიან. არჩევანი თქვენზეა, გააჩნია რომელში უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს.

კაბები

სერენას ხშირად აცვია კაბები. ჩვენ, ჩვეულებრივ თბილისელ მოკვდავები არ დავდივართ ამდენ წვეულებაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ სულ ჯინსით უნდა ვიაროთ. კაბებს ბევრი პლუსი აქვთ, ისინი თავს ქალად გაგრძნობინებენ, სხვა რომ არაფერი ვთქვათ:) 
სერენა კაბებშიც ხაზს უსვამს თავის უნაკლო ფიგურას, ლამაზ ფეხებს, გამოყვანილ წელს, თუმცა მთავარი ისაა, რომ ამ კაბებს რაღაც მოულოდნელი დეტალები აქვთ. ბლერის დაბადების დღეზე, პირველ სეზონში, მას ეცვა ნაცრისფერი, ძალიან უბრალო კაბა, რომელსაც ბოლოში ოქროსფერი ხაზები ქონდა შემოვლებული.
ეს ის კაბებია რომლებსაც, ჩემი აზრით, სერენა ჩაიცვამდა:) რჩევის, და არა რეკლამის, სახით შემიძლიათ გირჩიოთ მაღაზია room 11. თუ განსაკუთრებული კაბა გჭირდებათ, აუცილებლად უნდა შეიაროთ:) 

ფეხსაცმელი

ყველასათვის მტკივნეული თემა:) მოკლედ რომ ვთქვათ სერენა გიჟდება ჩექმებზე! მასზე ვერ ნახავთ კედებსა და ბოტასებს, ის სპორტული გოგო არაა. ლამაზი სანდლები, ყველა ფორმის ჩექმა და კრისტიან ლუბუტენი.. ეჰ.
აქსესუარები

 ჩემი საყვარელი თემა:)
სერენას მთავარი აქსესუარები ქუდები, დიდი ჩანთები, ყელსაბამები და სამაჯურებია.
ესეც მაგალითები..

და კიდევ ერთი ბოლო სეტი სერენას თემაზე:)

დღეისთვის სულ ეს იყო.. გაგრძელება იქნება:)