Wednesday, December 7, 2011

Gossip Girl


პირველი სერიალი, რომლის ყურებაც დავიწყე (და თან მომეწონა) იყო Gossip Girl:) მოდი, შევთანხმდეთ, რომ მან გარკვეული გავლენა რამდენიმე წლის წინ არამარტო ჩემზე, არამედ ქართული ტინეიჯერობის დიდ ნაწილზეც მოახდინა:) სკოლებსა და უნივერსიტეტებში იქმნებოდა საიტები ამავე სახელით და ბევრი ცდილობდა თანატოლებზე ჭორების შეგროვებას:)

სერიალი მაინცდამაინც დიდი შინაარსობრივი დატვირთვით ვერ გამოირჩევა. სიუჟეტი მანჰეტენის ელიტის ახალგაზრდა წარმომადგენლების გარშემო ტრიალებს. წვეულებები, სასიყვარულო ურთიერთობები, ინტრიგები.. ყველაფერი ეს ბანალური, ათასჯერ გადაღებული და დაწერილია. ერთადერთი, რის გამოც მას მეხუთე წელია ვუყურებ, ეს სტილია:)



დიზაინერები როგორღაც ახერხებენ, რომ მოდის უკანასკნელი სიახლეები ყოველთვის ხაზგასმული იყოს მსახიობების ჩაცმულობაში. თანაც  თითოეულ პერსონაჟს თავისი, განსაკუთრებული სტილი აქვს და ყველა გემოვნების ადამიანი (გოგოც, ბიჭიც) შეძლებს თავისი შთაგონების წყარო იპოვოს:) მაგალითად, ბლერი ყოველთვის ქალური და კლასიკურია, სერენა თავისუფალი და ბოჰემური, ჯენი გოთიკურ ბარბის გავს, ვანესა ფერების და ნახატების უცნაური და მოულოდნელი შეხამებებით გამოირჩევა, ჯორჯინა სპარკსი კი სექსუალური და გამომწვევია.. ამის გამო გადავწყვიტე მთავარი პერსონაჟებისთვის თითო ბლოგ-პოსტი მიმეძღვნა და ასე დამეწყო ჩემი ბლოგერული მოღვაწეობა:))) 
XOXO:))