Wednesday, December 7, 2011

Gossip Girl


პირველი სერიალი, რომლის ყურებაც დავიწყე (და თან მომეწონა) იყო Gossip Girl:) მოდი, შევთანხმდეთ, რომ მან გარკვეული გავლენა რამდენიმე წლის წინ არამარტო ჩემზე, არამედ ქართული ტინეიჯერობის დიდ ნაწილზეც მოახდინა:) სკოლებსა და უნივერსიტეტებში იქმნებოდა საიტები ამავე სახელით და ბევრი ცდილობდა თანატოლებზე ჭორების შეგროვებას:)

სერიალი მაინცდამაინც დიდი შინაარსობრივი დატვირთვით ვერ გამოირჩევა. სიუჟეტი მანჰეტენის ელიტის ახალგაზრდა წარმომადგენლების გარშემო ტრიალებს. წვეულებები, სასიყვარულო ურთიერთობები, ინტრიგები.. ყველაფერი ეს ბანალური, ათასჯერ გადაღებული და დაწერილია. ერთადერთი, რის გამოც მას მეხუთე წელია ვუყურებ, ეს სტილია:)

wednesday 12072011

Untitled #458

ზოგჯერ (იშვიათად), დგება პერიოდი, როცა მაღალი ქუსლები მჭირდება იმისთვის, რომ თავი ისევ გოგოდ ვიგრძნო))) სახლიდან ლექციამდე, ლექციიდან სამსახურამდე, სამსახურიდან სამეცადინომდე ფიქრის დროც აღარ მრჩება.. არადა ისიც ძნელია ასეთი გადატვირთული რეჟიმის დროს თან ქუსლებზე იდგე..
ალბათ ზოგი პროფესია მართლა მოითხოვს რომ არ გქონდეს სქესი.